“ისინი ემსახურებიან ერთ ადამიანს და მის ბოტ პრემიერს” – მამუკა ხაზარაძე

​​ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო დღეს განახლდა.  მამუკა ხაზარაძის შეფასებით, სასამართლო პროცესების ჩანიშვნა ემსახურება წინა საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლას. როგორც ხაზარაძე განმარტავს, პროცესებს მიზანმიმართულად ამთხვევენ ამ პერიოდს, მაგრამ მათი მცდელობა ფუჭია და მიზანს ვერ მიაღწევენ. 

„პროკურატურა საკმაოდ დიდი ხანია სერიოზულ ჩიხშია შესული, არა მარტო ამ საქმეში, არამედ ზოგადად მთლიანად, იმიტომ რომ, ისინი არ ემსახურებიან კანონს, ისინი ემსახურებიან ერთ ადამიანს და მის ბოტ პრემიერს. 2 წელია, რაც ჩვენ ვართ მონაწილე პოლიტიზირებულ და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში, რომლის აფსურდულობა დაამტკიცა პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ექსპერტმა და ორგანიზაციამ.  იცით, რომ ყველა ჩვენი წინა საარჩევნო კამპანიის დროს იგეგმება სასამართლო მოსმენები. ინტენსიურად სასამართლო მოსმენების ჩანიშვნა ემსახურება წინა საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლას, მაგრამ არ გამოუვათ”, – აცხადებს  მამუკა ხაზარაძე

მსგავსი თემები