,,საქართველო, მოლდოვა და ეკვადორი „რამშტაინის“ კლუბს შეუერთდნენ, უკრაინა გაიმარჯვებს“ – ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი „რამშტაინის“ შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. რეზნიკოვის ცნობით, უკრაინის არმია მზად არის, გამოიყენოს თავისი ახალი ინსტრუმენტები ბოროტი ძალების წინააღმდეგ.

რამშტაინის სამი შედეგი: საქართველო, მოლდოვა და ეკვადორი კლუბს შეუერთდნენ, მეტ შეიარაღებას მოგვაწვდის აშშ (155 მმ იარაღი, ჰაიმარსიჰარპუნები და მეტი), ვერტმფრენები სლოვაკეთისგან, არტილერია კანადის, პოლონეთისა და ნიდერლანდებისგან, ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემები გერმანიისგან და კიდევ რაღაც. მადლობა ყველას. უკრაინის არმია მზად არის, გამოიყენოს თავისი ახალი ინსტრუმენტები ბოროტი ძალების წინააღმდეგ. უკრაინა განაგრძობს ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი პარტნიორები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას. ნატო-ს ისტორიაში ყველაზე დიდი ერთიანობა აქვს. უკრაინა გაიმარჯვებს“, – წერს რეზნიკოვი.

მსგავსი თემები