უკრაინას ისრაელისგან რკინის გუმბათის შეძენა სურს

ისრაელში უკრაინის ელჩის, ევგენ კორნიიჩუკის განცხადებით, უკრაინას რუსული რაკეტებით დაბომბვისგან თავდაცვისთვის, ისრაელისგან რკინის გუმბათის შეძენა სურს. მისი თქმით, უკრაინას სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა სჭირდება.

,,მინდა, ისრაელის მთავრობამ კომფორტის ზონა დატოვოს და რეალობას დაუბრინდეს. ჩვენ ისრაელის დახმარება გვჭირდება. გვჭირდება სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა, ასევე რკინის გუმბათი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გადავარჩინოთ მშვიდობიანი ქალები და ბავშვები რუსული რაკეტებით დაბომბვისგან” – აღნიშნა ევგენ კორნიიჩუკმა.

მსგავსი თემები