ელექტროენერგიის მოსალოდნელ დეფიციტთან დაკავშირებით ჯო ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა   

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია ელექტროენერგიის მოსალოდნელ კრიზისზე. აღნიშნულის გამო და მოსახლეობის გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, პრეზიდენტმა ბაიდენმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

ქვეყანაში მზის ენერგიის გამომუშავება უნდა გაიზარდოს და ამავდროულად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან მზის პანელების იმპორტზე ტარიფები ორი წლით იხსნება.

„არსებული არაერთი ფაქტორი საფრთხეს უქმნის აშშ-ის შესაძლებლობას, უზრუნველყოს საკმარისი ელექტროენერგიის გამომუშავება მომხმარებლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამ ფაქტორებს მიეკუთვნება ენერგეტიკული ბაზრების შეფერხება, რაც გამოწვეულია რუსეთის უკრაინაში შეჭრით და კლიმატის ცვლილებით. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, გვალვის პირობები და სიცხის ტალღები ერთდროულად იწვევს ელექტროენერგიის სავარაუდო დეფიციტს. აქედან გამომდინარე, კომუნალური და ქსელის ოპერატორები წინასწარ უნდა ჩაერთონ ახალი სიმძლავრის შექმნაში. მზის ენერგია არის ახალი ელექტროენერგიის ყველაზე მზარდი წყარო აშშ-ში. მზის ენერგიით მიღებული ელექტროენერგია  გადამწყვეტია. თავდაცვის დეპარტამენტმა აღიარა კლიმატის ცვლილება, როგორც საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები