,,საქართველოში ომთან დაკავშირებით დასავლეთის პასუხი საკმარისი არ იყო და დღესაც იპყრობს რუსეთი ქართულ მიწებს”- ფილიპ ბრიდლავი

NATO-ს ჯარების ყოფილი სარდალის, გენერალ ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, მსოფლიომ რუსეთის შეჭრას საქართველოში ადეკვატური პასუხი ვერ გასცა. მისი თქმით, საქართველოში ომთან დაკავშირებით დასავლეთის პასუხი საკმარისი არ იყო და დღესაც იპყრობს რუსეთი ქართულ მიწებს.

,,მე ყოველთვის ვახსენებ გარშემომყოფებს, რომ საქართველოში ომთან დაკავშირებით დასავლეთის პასუხი საკმარისი არ იყო და დღესაც იპყრობს რუსეთი სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს, ქართულ მიწებს. 2014 წელს უკრაინაში არაადეკვატური და არასაკმარისი იყო ასევე დასავლეთის პასუხი და რუსეთმა ხელში ჩაიგდო ყირიმი და დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ნაწილი. ახლა ვხედავთ შეტევას უკრაინაზე. ახლა კითხვა ასეთია, საკმარისს აკეთებს დასავლეთი? თუ კიდევ ერთხელ სურს, რომ არაადეკვატურად გამოჩნდეს ამ ამოცანასთან მიმართებით და არასაკმარისი გააკეთოს? ამას აწყდებიან ჩვენი ლიდერები. მათ უნდა გაიგონ, რომ უფრო მეტი სჭირდება უკრაინას, რომ მიაღწიოს თავის ამოცანებს”

მსგავსი თემები