,,გამოძიებით დადგენილია ვინ მიიტანა ჩხუბის ადგილზე დანა”- 15 წლის მოზარდის დაჭრის საქმის ახალი დეტალები

74-ე სკოლასთან მომხდარი დაჭრის საქმეზე დაკავებული მოზარდის ადვოკატის განცხადებით, ჩხუბის ადგილზე დანა ბრალდებულს არ მიუტანია. მისი თქმით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულს მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია.

,,გამოძიებით დადგენილია ვინ მიიტანა ჩხუბის ადგილზე დანა. ეს არ იყო ის ბრალდებული, ვინც ახლა დაკავებულია,”- აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა.

მსგავსი თემები