,,ერთადერთი, რაც „დავაშავეთ“ არის ის, რომ არ დავუთმეთ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლება”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური სპექტრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა ორი მიმართულებით. კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობას“ სურდა რიგგარეშე არჩევნები და სასამართლო სისტემაზე კონტროლი.

„ფაქტები გავიხსენოთ, რა მოხდა, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში – ერთადერთი, რაც „დავაშავეთ“ არის ის, რომ არ დავუთმეთ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლება, სხვა დანაშაული ჩვენ არ მიგვიძღვის, ერთი რომ, არ გადავაბარეთ ხელისუფლება და მეორე, სასამართლო არ მივეცით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი.

ორი მიმართულებით იყო ზეწოლა და ეს საბოტაჟი თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა ამ ორ რამეს. ერთი, რომ გადაგვებარებინა „ნაცმოძრაობისთვის“ პარლამენტი, ანუ რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. ეს სცენარი ჰქონდათ შემოთავაზებული და მეორე, პირდაპირ უტევდნენ სასამართლოს იმისთვის, რომ თვითონ შეეღწიათ ამ სისტემაში, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ვერ დავუშვებდით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები