,,სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეჭვი არ ეპარება, რომ ომი უნდა განვითარდეს უკრაინის სცენარით”- მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება კარგად აცნობიერებს ომის მიმდინარეობის ყველა სცენარს.

„რა თქმა უნდა, ეს არის კონსოლიდირებული გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა. უმაღლეს მთავარსარდალს სამხედროებთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ოპერატიულ ტაქტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კარგად იცის, საით უნდა წავიდეს უკრაინა. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ყველა რისკს, როგორც გაყინულ ომს, ასევე უკრაინის სცენარის მიხედვით დაუსრულებელ ომს”, – აცხადებს პოდოლიაკი.

პოდოლიაკის თქმით, დასავლეთშიც კარგად  ესმით, რომ რუსეთი უკრაინაში უნდა შეაჩერონ და პუტინი დამარცხდეს.

„ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო ორი თვის წინ. ახლა დასავლეთი გვაძლევს ფულსა და იარაღს. ერთადერთი საკითხია მისი შეგროვების დრო. ჩვენთვის აუცილებელია კრიტიკული მოცულობის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მოგროვება. რუსეთი ემზადებოდა ომისთვის. აგროვებდა რესურსებს. ახლა კი უკრაინის აღმოსავლეთით ხარჯავენ მნიშვნელოვან რეზერვებს. ჩვენ უნდა გავუძლოთ, ვიდრე ისინი მნიშვნელოვან რესურსებს ამოწურავენ”, -აღნიშნავს მიხაილ პოდოლიაკი.

პოდოლიაკის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ცდილობენ დანაკარგების მინიმალიზებას, რადგან მათთვის, რუსეთისგან განსხვავებით, ადამიანების სიცოცხლე ძვირფასია.

„სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს დანაკარგების მინიმალიზებას, ვინაიდან მათთვის, რუსეთისგან განსხვავებით, ადამიანების სიცოცხლე ძვირფასია. რუსეთისთვის მისი სამხედრო კონტიგენტი არაფერია.

სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეჭვი არ ეპარება, რომ ომი უნდა განვითარდეს უკრაინის სცენარით. როგორც კი სხვაგვარ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ბანკოვაიაზე მოვა ათასობით ადამიანი, რომელთაც ახლობლები, ოჯახის წევრები, შვილები, ცოლები, ქმრები დაკარგეს და დასვამენ კითხვას: რისთვის იყო ამდენი სიკვდილი? რუსეთი რომ რეალურად წესებით ომობდეს, ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი იქნებოდა თქმა: კარგი, გავიგეთ – ეს ინფრასტრუქტურული ომია, ნადგურდება სამხედრო ობიექტები და ა.შ.

თუმცა, აქ საკითხი ასე დგას. მერე ყოველთვის შეგვეკითხებიან, რატომ ისხდნენ ეს ადამიანები, ხუთი წლის ბავშვები სამი თვე სარდაფში და ჭამდნენ იმას, რასაც პოულობდნენ. რატომ დაასახიჩრეს და მოკლეს ხალხი ოკუპანტებმა? ჩვენ ამაზე არ ვუპასუხებთ, თუ დღეს ომს ორი წლით გადავდებთ. ამიტომ არ არსებობს არავითარი დუალიზმი გადაწყვეტილებების მიღებისას – გვჭირდება თუ არა შემდგომი ბრძოლა”, – აღნიშნავს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები