„ვაცხადებ ახალ, მნიშვნელოვან პაკეტს” – ჯო ბაიდენი უკრაინის მორიგ დახმარებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ომში მყოფი უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განცხადება გააკეთა. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, საუბარია კრიტიკულ დახმარებაზე.

„ვაცხადებ ახალი მნიშვნელოვანი პაკეტის შესახებ უსაფრთხოების სფეროში. ეს პაკეტი განკუთვნილია უკრაინელი სამხედროების თანამედროვე და კრიტიკული დახმარებისთვის. დამატებითი დაფინანსების წყალობით, რომელიც მიღებულია ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერით, აშშ შეძლებს განაგრძოს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება, რომლებსაც ისინი ასე ეფექტურად იყენებენ რუსეთის შეტევის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს პრეზიდენტი ბაიდენი.

პაკეტის შემადგენლობაში შედის როგორც HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემები, ისე სხვა შეიარაღება. ის, რაც დღეს უკრაინელებს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

 

მსგავსი თემები