„ერთი ატყუებს საკუთარ მოსახლეობას, მეორე უსმენს საკუთარ მოსახლეობას“ – ენტონი ბლინკენი ნატოს გაფართოებაზე   

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ალიანსის უნდა გაფართოვდეს და შტატები მტკიცე უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის წევრობას.

ბლინკენის თქმით, შვედეთი და ფინეთი გეგმავენ ნატო-ში გაწევრიანებას არა იმის გამო, რომ მათ ლიდერებს აძალებენ, არამედ იმიტომ, რომ ეს მოსახლეობამ გადაწყვიტა.

„თუ ვინმეს აინტერესებს განსხვავება დემოკრატიასა და რუსეთის მსგავს ავტორიტარულ სახელმწიფოს შორის, შეუძლიათ, შეხედონ რუსეთს, ფინეთს და შვედეთს. ერთი ატყუებს საკუთარ მოსახლეობას, რომ აწარმოოს ომი, ხოლო მეორე უსმენს საკუთარ ხალხს, რომ აირიდოს ომი. აშშ ძლიერ უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის განაცხადს, ორივე ქვეყანას აქვს შესაძლებლობები, რათა გახდეს ნატო-ს წევრი იმდენად სწრაფად, რამდენიც შესაძლებელია. აშშ გააგრძელებს პარტნიორობას ამ ქვეყნებთან. ყურადღებით დავაკვირდებით რუსეთის მხრიდან ნებისმიერ საფრთხეს მათი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ მას შევაკავებთ და თუ საჭირო გახდა, დავუპირისპირდებით აგრესიას“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

 

მსგავსი თემები