პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპულია 243 და დაშავებულია 446 ბავშვი   

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე,  243 ბავშვი დაიღუპა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, დაკარგულია 139 ბავშვი და მათ კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს.

„98 დღეში, 446 ბავშვი დაშავდა დამპყრობელთა თავდასხმების შედეგად. ეს მხოლოდ ის არის, რაც ვიცით. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მაგრამ, რაც ცნობილია, 446 ბავშვი დაშავდა, 243 დაიღუპა, 139 კი დაკარგულია. სამუდამო ხსოვნა იყოს თითოეულის, ვისი სიცოცხლეც უკრაინის წინააღმდეგ, რუსულმა -აგრესიამ შეიწირა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება დევნილებს, ომის დაწყებიდან 12 მილიონამდე ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა, ხუთ მილიონზე მეტმა კი ქვეყანა დატოვა.

მსგავსი თემები