,,გერმანია აჭიანურებს საბრძოლო ტექნიკის გადაცემას და ირიბად დამნაშავეა, რაც ფრონტზე ხდება”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე არსებულ ვითარებაში დამნაშავე გერმანიაცაა. მისი თქმით, „ლენდ ლიზის“ პროექტმა არ გაამართლა არა აშშ-სა და ბრიტანეთის შეიარაღების, არამედ გერმანული შეიარაღების გამო.

„ფაქტობრივად, გერმანული მხარე აჭიანურებს საბრძოლო ტექნიკის გადაცემას და ირიბად არის დამნაშავე იმაში, რაც ფრონტზე ხდება. რომ გვყავს გამოფიტული დანაყოფები, განადგურებული შეიარაღებით. რუსულ შეიარაღებასთან შეფარდებით მინორულ პოზიციაში არიან, განსაკუთრებით არტილერიაში“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის თქმით, ევროპა სერიოზულ კრიზისში შედის, ეს კრიზისი კი პირდაპირ აისახება უკრაინელ საზოგადოებაზე. მისი განმარტებით, ევროკომისია ევროპის ცალკეული ქვეყნებისგან პრინციპულად განსხვავებულ პოზიციას იკავებს, ის პროუკრაინულია და ამბობს, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და პუტინის აგრესია აუცილებლად უნდა დამარცხდეს.

„ევროპის ცალკეული ქვეყნები, ორმხრივ დონეზე კი თავს იძვრენენ და მათ შორის გვიწევენ აუცილებელ სამხედრო დახმარებასაც. საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი და იტალია მშვიდობას ემხრობიან, მოლაპარაკებებს. მოლაპარაკებები ერთი მიზეზით – დათმობები პუტინთან. მოდით, დავუთმოთ მას ბოლოს და ბოლოს. შერიგდებით, ავაშენებთ ახალ ევროპას, შევთანხმდებით და ყველაფერი კარგად იქნება“, – აღნიშნავს არესტოვიჩი.

 

მსგავსი თემები