„ვიხსენებთ ყველას, ვინც მოიტანა ეს დღე ჩვენამდე“ – სალომე ზურაბიშვილი

26 მაისთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, ყველა უნდა დავაფასოთ, ვინც დამოუკიდებლობა მოგვიტანა ქართველებს.

„აღვნიშნავთ 26 მაისს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს და ვიხსენებთ ყველას, ვინც იბრძოდა და ჩვენამდე მოიტანა ეს დღე, შეინარჩუნა ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება. მათ სისხლი გაიღეს და სიცოცხლე შესწირეს, რათა ჩვენ შეგვძლებოდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, აგვერჩია საქართველოს მომავალი და პრეტენზია გვქონოდა ჩვენს ევროპულობაზე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები