კანადა უკრაინას 20 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს

ინფორმაციას უკრაინული მედიის ინფორმაციით, კანადა უკრაინას 20 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული სამხედრო მასალა კანადამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან დაახლოებით 98 მილიონ დოლარად შეიძინა. მათი გამოყენება საარტილერიო ქვემეხებიდან, მათ შორის M777 ჰაუბიცებიდანაცაა შესაძლებელი.  დახმარება უკრაინას უკვე გაეგზავნა.

მედიის ცნობით, უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფა  კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა დაანონსა.

მსგავსი თემები