20 ქვეყანა მზად არის უკრაინას სამხედრო დახმარება გადასცეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანის ლოიდ ოსტინის განცხადებით, 20 ქვეყანა მზად არის უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გამოყოს. ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პენტაგონის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყნებს შორის, რომლებმაც უკრაინის დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს, არიან იტალია, დანია, საბერძნეთი, ნორვეგია, პოლონეთი.

არსებული ცნობით, დანია უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს და მათ გამშვებ დანადგარებს გადასცემს. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ასევე მადლობა გადაუხადა ჩეხეთს უკრაინისთვის საბრძოლო ვერტმფრენების, ტანკებისა და სარაკეტო სისტემების გადაცემისთვის.

მსგავსი თემები