იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი შეძლებს თურქეთის დარწმუნებას, მხარი დაუჭიროს შვედეთის და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი აუცილებლად შეძლებს იპოვოს გზა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის შეშფოთების გასაქარწყლებლად.

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასაწყვეტია, არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავე ან გენოციდის ავტორი.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ს გაწევრიანების განაცხადით ოფიციალურად მიმართეს. თუმცა, აღნიშნული ქვეყნების ალიანსში მიღებას ეწინააღმდეგება თურქეთი.

მსგავსი თემები