ოკუპანტები ქალაქ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას ცდილობენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასასვლელად, დონეცკის ოლქში რუსული ძალები ქალაქ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას ცდილობენ.

„მოწინააღმდეგე არ წყვეტს შეტევით ქმედებებს აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში. მტერი ინტენსიურ საცეცხლე ზემოქმედებას ახორციელებს შეხების მთელი ხაზის გასწვრივ და დონეცკის, სლობოჟანისა და იუჟნი ბუგის რაიონებში ჩვენი ჯარების თავდაცვის შიგნით. საბრძოლო მოქმედებების ყველაზე მაღალი აქტივობა შეინიშნება დონეცკის ოპერაციულ რაიონში, კერძოდ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მახლობლად. დონეცკის მიმართულებაზე მოწინააღმდეგე ფოკუსირებულია შეტევითი ოპერაციის ჩატარებაზე ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ალყაში მოქცევის მიზნით ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასასვლელად“, – წერია გენშტაბის განცხადებაში.

მსგავსი თემები