,,პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემლობა იქნებოდა”- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას შესაძლო შეწყალების ფაქტზე კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან, ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, უპატივცემულობა იქნება თავად პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ.

,,პრეზიდენტის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება ალბათ იქნებოდა დიდი უპატივცემულობა საკუთრივ, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ლოგიკური და დამაჯერებელი არგუმენტია, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ იქნება მართებული პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება,” – აღნიშნავს მიხეილ სარჯველაძე.

მსგავსი თემები