,,საჭიროა ინფორმაციული, დიპლომატიური და კულტურული ზეწოლა რუსეთზე”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში ,,აზოვსტალიდან” უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის პროცესზე საუბრობს.  უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ევაკუაციის პროცესს ზედამხედველობას უკრაინის ჯარი და დაზვერვა უწევს. ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში რამდენიმე რეგიონში რუსეთის სარაკეტო დარტყმებსა და მოსკოვზე სხვადასხვა სახის ზეწოლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

,,83-ე დღე უკრაინაზე რუსული დარტყმების საკმაოდ ძლიერი კომბინაციით დაიწყო. ლვოვის, სუმის, ჩერნიგოვის რეგიონებში სარაკეტო დაბომბვით. საჰაერო დარტყმები იყო ლუჰანსკის რეგიონში. სპეციფიკური დივერსიული აქტივობა უკრაინის სასაზღვრო არეალში.მათ არ შეუძლიათ წარმატების დემონსტრირება ზოგადი სამხედრო მოქმედებებით იმ ადგილებში, სადაც წინსვლას ცდილობენ. ამიტომ, ისინი ცდილობენ აჩვენონ წარმატება თავიანთი რაკეტებით და სხვა ქმედებებით.

დღეს საკმაოდ პროდუქტიული საუბარი მქონდა გერმანიის კანცლერთან. უპირველეს ყოვლისა, უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერასა და ევროკავშირის დონეზე ჩვენს თანამშრომლობაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტთან კი განვიხილეთ სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც ევროკავშირში მზადდება. ასევე რუსეთთან მოლაპარაკების პროცესი და ჩვენი გმირების “აზოვსტალიდან” ევაკუაცია. ევაკუაციის მისია გრძელდება, მას ზედამხედველობს ჩვენი ჯარი და დაზვერვა. ჩართულები არიან ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო შუამავლები.

მე ვაგრძელებ უკრაინისთვის ყველაზე დიდი საერთაშორისო აუდიტორიის შეკრებას, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს სახელმწიფოს ყველა დონეზე და რუსეთზე ყველა დონეზე მოვახდინოთ ზეწოლა.

საჭიროა ინფორმაციული, დიპლომატიური და კულტურული ზეწოლა. ასე რომ, როგორც მეორე მსოფლიო ომის დღეებში, თავისუფლებისთვის ბრძოლა შეიძლება დაეყრდნოს ხელოვნების ძალას,” – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები