,,მთლიანად ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა დატოვოს პარლამენტი”- ნონა მამულაშვილი

,,ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტისთვის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე მიმართვა არასწორი ნაბიჯია და ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის დემონსტრაციულად დატოვებისკენ მოუწოდებენ.

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნონა მამულაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე შეწყალების შესახებ სალომე ზურაბიშვილისთვის მიმართვა სწორი არ იქნება.

,,მე არ ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილთან მიმართვა ამ ეტაპზე იქნება სწორი, იმიტომ, რომ მან ძალიან ღიად და ნათლად გამოხატა პოზიცია, რომ ის აპირებს რუსული ხაზის გატარებას, მიუხედავად ევროპულობისა. მთლიანად ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა დატოვოს პარლამენტი, იმისათვის, რომ ამ დემარშით კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური, ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური,” – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

მსგავსი თემები