,,შვედეთისა და შვედი ხალხის უსაფრთხოებისთვის საუკეთესოა ნატოში გაწევრიანება”- შვედეთის პრემიერ-მინისტრი 

შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი აცხადებს, რომ შვედეთს უსაფრთხოების ოფიციალური გარანტიები სჭირდება, რასაც ნატოში გაწევრიანების შედეგად მიიღებს. პრემიერის თქმით, შვედეთი და შვედი ხალხი ახალ, სახიფათო რეალობაში ცხოვრობენ.

,,ჩვენ “სოციალ-დემოკრატებს” მიგვაჩნია, რომ შვედეთისა და შვედი ხალხის უსაფრთხოებისთვის საუკეთესოა ნატოში გაწევრიანება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ძალიან ფრთხილი განხილვის შემდეგ. ძალიან ნათელია, რომ არსებობს რეალობა 2022 წლის 24 თებერვლამდე და მის შემდეგ. ევროპა, შვედეთი და შვედი ხალხი ცხოვრობენ ახალ, სახიფათო რეალობაში. ევროპული უსაფრთხოების წესრიგი, რომელზეც შვედეთი საკუთარ უსაფრთხოების პოლიტიკას საუკუნეების მანძილზე აფუძნებს, თავდასხმის ქვეშაა.

რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში არა მხოლოდ უკანონო და გაუმართლებელია, არამედ ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოების წესრიგს, რომელზედაც შვედეთი აშენებს თავის უსაფრთხოებას. კრემლმა აჩვენა, რომ ისინი მზად არიან გამოიყენონ ძალადობა თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მათ წამოაყენეს მიუღებელი მოთხოვნები მშვიდობიანი და დემოკრატიული მეზობლების, მათ შორის შვედეთის დამორჩილების შესახებ,” – აღნიშნა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა.

მსგავსი თემები