დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის  პროცესი გაიმართება. სავარაუდოდ, დღევანდელ სხდომას ყოფილი პრეზიდენტი ვერ დაესწრება. მიზეზი, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

“ის კვლავინდებურად არის ცუდად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ამიტომ, ის სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს დასწრებას. გავაგრძელებთ მტკიცებულებების გამოკვლევას, ბუნებრივია, პროცესი რჩება ისევ ისე პოლიტიზირებულ პროცესად, როგორიც იყო, არავითარ სხვაობას ამ მიმართულებით არ ველოდებით, უბრალოდ შევეცდებით, რომ ეს პროცესიც იყოს ნათელი ინდიკატორი იმისა, თუ როგორი პოლიტიზირებული დევნა მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ,”- აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.

მსგავსი თემები