ლენდ-ლიზის აქტი შეიარაღების აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის მიწოდებასაც მოიცავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა  ხელი მოაწერა  „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტს“, რომელიც  უკრაინის გარდა, შეიარაღების გამარტივებული წესით მიწოდებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც ითვალისწინებს.

დოკუმენტის თანახმად, 2022-2023 ფისკალურ წლებში პრეზიდენტს შეუძლია, მისცეს ნებართვა აშშ-ის მთავრობას, დროებით სარგებლობაში ან იჯარით გადასცეს თავდაცვის საშუალებები უკრაინის მთავრობას ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ. კანონპროექტი დაეხმარება ამ ქვეყნებს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში და მათი სამოქალაქო მოსახლეობის დაცვაში, რუსეთის ძალების მხრიდან პოტენციური ინტერვენციისგან ან მიმდინარე აგრესიისგან.

შეგახსენებთ, ლენდ-ლიზის აქტი უკრაინისთვის შეიარაღების სწრაფი და გამარტივებული გზით, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიწოდებას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები