,,პუტინი ცდილობს გაამართლოს თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი”- ჯენ ფსაკი

თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკი, 9 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლას აფასებს. თეთრი სახლის პრესსპიკერი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს აბსურდს უწოდებს და უკრაინას კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას.

,,მაშინ, როცა პრეზიდენტი პუტინი და რუსი ხალხი გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული ძალები ომის დანაშაულებს და სისასტიკეს სჩადიან უკრაინაში, როდესაც ისინი მონაწილეობენ სასტიკ ომში, რომელიც იწვევს უამრავ ტანჯვას და ნგრევას. ეს დღე ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის და მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების დამარცხების აღნიშვნის დღე უნდა იყოს.

ამას ყოველწლიურად აღნიშნავენ რუსეთშიც. ამის ნაცვლად, პუტინი ამახინჯებს ისტორიას და ცვლის ან ცდილობს შეცვალოს ისტორია, ცდილობს გაამართლოს თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი, რომელმაც მოიტანა სიცოცხლის კატასტროფული დანაკარგი და უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა. ჩვენ ვაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, უკრაინის მხარდასაჭერად ამ გადამწყვეტ მომენტში. საბედნიეროდ, ჩვენ ყველამ ვიცით, პრეზიდენტი პუტინისა და კრემლის დეზინფორმაციის ქარხნის შესახებ. მინიშნება, რომ ეს ომი, რომელსაც პრეზიდენტ პუტინი ხელმძღვანელობს გამოწვეული იყო დასავლეთის აგრესიით ან დასავლური გეგმებით აშკარა სიცრუე და აბსურდია,” – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

მსგავსი თემები