„რუსმა ნაძირლებმა ქარხნის თანამშრომლებს შორის მოღალატე იპოვეს”- ანტონ გერაშჩენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით , რუს სამხედროებს „აზოვსტალის“ ქარხანაში შესასვლელი საიდუმლო გვირაბების შესახებ ინფორმაცია, თავად  ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა.

„რუსმა ნაძირლებმა ქარხნის თანამშრომლებს შორის მოღალატე იპოვეს. ელექტრიკოსი, რომელმაც მათ მიწისქვეშა გვირაბები აჩვენა. მოღალატეებისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, გუშინ რუსებმა ამ გვირაბზე შტურმი დაიწყეს“, – აღნიშნა ანტონ გერაშჩენკომ.

მსგავსი თემები