“ანზორ ჩუბინიძემ სასამართლოს შეატყობინა, რომ ხვალინდელ პროცესზე გამოცხადებას ვერ შეძლებს” – ბექა ბასილაია

ხვალ, 27 დეკემბერს, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართება. ამჯერად სააკაშილს ე.წ. ,,პიჯაკების საქმეზე” გაასამართლებენ.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ ანზორ ჩუბინიძემ, რომლის დაკითხვასაც დაცვის მხარე ითხოვდა, სასამართლოს აცნობა, რომ ხვალ პროცესზე გამოცხადებას ვერ შეძლებს.

“ჩვენ ვითხოვდით ანზორ ჩუბინიძის დაკითხვას, თუმცა მან სასამართლოს შეატყობინა, რომ ვერ შეძლებდა გამოცხადებას. იმედს ვიტოვებთ, რომ მომდევნო პროცესზე მაინც მოვა, სადაც დადასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნება ამტკიცებდა სახელწმიფო ბიუჯეტს, ზუსტად იგივე ხარჯებით ფინანსდებოდა, რაზეც მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას ბრალდება აქვს წარდგენილი”,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ჩუბინიძეს, არანაკლები თანხები აქვს დახარჯული იგივე მიზნებით, რაზეც მესამე პრეზიდენტს გამოძიება ედავება.

 

მსგავსი თემები