უკრაინიდან საქართველოს გზაზე მიხეილ სააკაშვილი პატიმრობას სამჯერ გადაურჩა

 

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთ პირი, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში შემოიყვანა, სამართალდამცველებთან თანამშრომლობდა და გათავისუფლების  მოლოდინშია. როგორც ელგუჯა ცომაია აცხადებს, იეს რომ არა, მიხეილ სააკაშვილი ქუჩაში მარტო აღმოჩნდებოდა, რადგანაც, ვინც მას უნდა დახვედროდა, არ დახვდა.

საპატიმროში მყოფი სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის დეტალებზე დაწვრილებით ყვება.

მისი ჩვენების მიხედვით, რომელსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს,  მესამე პრეზიდენტს საზღვარზე შემოსვლის შემდეგ ფოთსა და თბილისში უნდა დახვედროდნენ, თუმცა, არავინ დახვდა. როგორც ცომაია ყვება, რომ არა ის, მიხეილ სააკაშილი მარტო იყო.

მისივე ჩვენებით, მიხეილ სააკაშილი უკრაინიდან საქართველოსკენ მომავალ გზაზე სამჯერ დადგა დაკავების საფრთხის წინაშე, თუმცა, ის ვერ შეამჩნიეს. ის პატრულმა ვერც საქართველოში იცნო.

„პატრულმა გამაჩერა და  მომცა გაფრთხილება. მიხეილ სააკაშვილი იჯდა ჩემს გვერდით, თავზე ეხურა კეპი, ეკეთა სათვალე და პირბადე და ის პატრულმა ვერ იცნო.  გავაგრძელე გზა თბილისისკენ. მიხეილ სააკაშვილს შეეშინდა, რომ კიდევ ვინმე გაგვაჩერებდა და გადავწყვიტეთ, რომ არა ჩემი მიკროავტობუსით, არამედ სატვირთოთი წავსულიყავით თბილისში,” – ყვება პატიმრობაში მყოფი ელგუჯა ცომაია.

მსგავსი თემები