პრეზიდენტი პოლიტიკურ სუბიექტებთან მოლაპარაკებებს იწყებს

 

საქართველო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. დიდი შერიგების მისიის შესრულებას დღეიდან დაიწყებს. კერძოდ, პრეზიდენტი გარკვეული გრაფიკით, პოლიტიკურ სუბიექტებს შეხვდება და შეეცდება, წყენა, გაბრაზება თუ დაპირისპირება თანამშრომლობის ფორმატში გადაიტანოს.

ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება, თუმცა, პრობლემა მმართველ გუნდში ხედავს. კერძოდ, იმაში, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ პრობლემებს ვერ ხედავ და არ აღიარებს. მმართველი გუნდი კი პირიქით, აცხადებს, რომ დამნაშავეებთან შესარიგებელი არაფერია, დამნაშავემ ჯერ დანაშაული უნდა აღიაროს და პასუხი აგოს.

ე.წ. შერიგების პროცესის დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია, თუმცა, ცნობილია ის, რომ პრეზიდენტი პროცესს პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრით დაიწყებს. შეხვედრები ორბელიანის სასახლეში გაიმართება, რომელშიც მხოლოდ შიდა ძალები იქნებიან ჩართულები, გარეშე ძალების დახმარების გარეშე.

 

მსგავსი თემები