ავარია ბათუმში მსხვერპლით დასრულდა – გარდაიცვალა 2 ადამიანი

  •  

ორი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმში ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

შემთხვევა გვიან ღამით, თამარის დასახლებაში, ე.წ ბარცხანის ხიდთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

ადგილობრივების განცხადებით გზის ამ მონაკვეთზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, ისინი შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ აუცილებელია ამ ტერიტორიაზე შუქნიშნის განთავსება.

მსგავსი თემები