,,აფხაზეთის რესპუბლიკაში მიწის გაყიდვის არავითარ ფორმაზე საუბარი არ შეიძლება”- ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის,  ასლან ბჟანიას გაცხადებით, აფხაზეთში  მიწის გაყიდვის არავითარ ფორმაზე საუბარი არ შეიძლება. მისი თქმით, მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები არის ხალხის საკუთრება.

„ქვეყნის ძირითად კანონში – აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში ნათლად წერია, რომ „მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები არის ხალხის საკუთრება, გამოიყენება და დაცულია აფხაზეთის რესპუბლიკაში, როგორც მისი მოქალაქეების სიცოცხლისა და საქმიანობის საფუძველი“. ამდენად, აფხაზეთის რესპუბლიკაში მიწის გაყიდვის არავითარ ფორმაზე საუბარი არ შეიძლება. ეს ნორმები ურყევია და არ ექვემდებარება გადასინჯვას“, – ნათქვამია ბჟანიას განცხადებაში.

მსგავსი თემები