,,არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს”- იაგო ხვიჩია

,,არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს,” – ასე ეხმაურება პარტია „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების დღევანდელი განცხადებას.

ხვიჩიას თქმით, აღნიშულზე სერიოზული კომენტარის კეთება არ შეიძლება.

„მე ამ სიტუაციას მომავლიდან ვუყურებ, 5-10 წლის პერსპექტივიდან და ძალიან სასაცილოდ მეჩვენება, წასულ დეპუტატებზე ამდენ კომენტარს რომ ვაკეთებ, თუ რას ფიქრობენ ისინი აშშ-ის საელჩოზე იმ რეალობაში, როდესაც მთლიანი კონტექსტი ვიცით. არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ „ლიდერშიფთან“ შეთანხმებით, ამაზე სერიოზული კომენტარის კეთება, როგორც 4 დეპუტატის განცხადებაზე, არ შეიძლება. „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ კურსზე ჩვენ ისედაც ბევრს ვლაპარაკობთ და ეს მისი ერთ-ერთი გაგრძელებაა“,-განაცხადა ხვიჩიამ.

,,აშშ-ის საელჩოს ძალისხმევა მიმართულია ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ”- ,,ოცნებიდან” წასულები – (mcm.ge)

მსგავსი თემები