საშობაო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 7 იანვარს, თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება. საშობაო მსვლელობა კი 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით ქუჩები 11:00 საათიდან გადაიკეტება. ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00 საათიდან კი რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩებზე.
აღნიშნული მონაკვეტებზე საგზაო მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ. მოძრაობა კი საშობაო ალილოს დასრულებისთანავე აღდგება.