რუსებმა სუმის ოლქში საავადმყოფოს ორჯერ დაარტყეს-არის მსხვერპლი

რუსებმა სუმის ოლქში საავადმყოფოს ორჯერ დაარტყეს, დაიღუპა 6 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ავრცელებს. იგორ კლიმენკოს ცნობით, რუსული ძალების მიერ სამედიცინო დაწესებულებაზე განხორციელებული პირველი დარტყმისას ერთი ადამიანი დაიღუპა და საავადმყოფოს რამდენიმე სართული ჩაინგრა, რის შემდეგაც პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაცია დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მაშველები და პოლიციელები მივიდნენ. ევაკუაციის დროს კი რუსულმა ძალებმა კიდევ ერთი დარტყმა განახორციელეს. ამ დროისთვის ინფორმაცია 6 დაღუპულის შესახებ ვრცელდება, მათ შორის ერთი პოლიციელია.

მეტი...

ახალგაზრდა, რომელიც წუხელ თბილისში დაჭრეს, კლინიკაში გარდაიცვალა

25 წლის მამაკაცი, რომელსაც სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჭრილობა მაყენეს, კლინიკაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანია დაკავებული. დაპირისპირება საბურთალოს ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას რამდენიმე საათში გული გაუჩერდა.

მეტი...

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერებმა მოსახლეობა აღაშფოთა“- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერებმა მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის ამჟამინდელ მდგომარეობასა და საქართველოს შორის პარალელის გავლება ეწინააღმდეგება ტრადიციებს, კულტურას, ქართულ ჰუმანურობა. „როდესაც მოვისმენთ ჩვენებებს, ვნახავთ, რომ იგივე მეთოდები, იგივე სიმკაცრე, იგივე სისასტიკე გამოიყენა რუსეთმა სოხუმში, აფხაზეთის ყველა სხვა ქალაქში, რაც ბუჩაში, მარიუპოლში, უკრაინაში, ამ ორწლინახევრის ომის განმავლობაში, რომელიც კიდევ გრძელდება უკრაინაში უკრაინელების წინააღმდეგ. ამას დიდი დარწმუნებით ვამბობ და ისეთივე შოკირებული ვარ, როგორც სრულიად საქართველოს მოსახლეობა, რადგან მთავრობამ, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩათვალა, რომ ამ საარჩევნო კამპანიისთვის კარგი აზრი იყო, თბილისის ქუჩებში დაედგათ…

მეტი...

“ხელისუფლებამ ივანიშვილის მეთაურობით, ომი გამოუცხადა ჩვენს პარტნიორებს, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო“-პრეზიდენტი.

“საქართველოს არ შეუწყვეტია პროევროპელობა. ევროპასთან საერთო ღირებულებები გვაქვს და სწორედ ამ ღირებულებების გამო გვაქვს ევროპული ბედი” – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის “ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენების გახსნისას განაცხადა, მთავრობამ ივანიშვილი მეთაურობით „პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ჩვენს 30 წლის პარტნიორებსა და მეგობრებს იმისთვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო“. „კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, პრაქტიკულად იანვრიდან გვაქვს ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკის ტალღები, რაც ადრე დაიწყო; იყო თბილისში მყოფ ელჩებზე თავდასხმა, მაგრამ ამან ბევრად უფრო ოფიციალური, ფორმალური ხასიათი მიიღო, ბატონი ივანიშვილით სათავეში, რომელმაც პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ჩვენს…

მეტი...

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ ამილახვარმა ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ამილახვარი საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად  2023 წლის 20 მარტს დაინიშნა, ის იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.  

მეტი...

მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს (video)

UFC_ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოში ჩამოდის.  როგორც დვალიშვილი ვიდეო მიმართვაში ამბობს, მას სურს, რომ გამარჯვება ქართველ გულშემატკივართან ერთად აღნიშნოს. „გამარჯობა მეგობრებო, 29 სექტემბერს ჩამოვდივარ საქრათველოში და შეგხვდებით თქვენ, ქართველ გულშემატკივრებს. თქვენთან ერთად მინდა ავღნიშნო UFC_ის ქამრის მოგება“- ამბობს დვალიშვილი. დვალიშვილი სამშობლოში 29 სექტემბერს, 17:00 საათზე ჩამოვა, აეროპორტში გულშემატკივრებს მასთან შეხვედრის საშუალება ექნება. აეროპორტიდან ჩემპიონი მსვლელობით ფილარმონიის მიმდებარედ გადაინაცვლებს და 18:00 საათიდან გულშემატკივართან შეხვედრას გააგრძელებს.  

მეტი...

დამანგრეველი ქარიშხალი აშშ-ში, რომელმაც 44 ადამიანი იმსხვერპლა

აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. ამავე ცნობით, ქარიშხალ „ჰელენს“ ჯორჯიის შტატში 15 ადამიანი ემსხვერპლა, ფლორიდაში 9, სამხრეთ კაროლინაში 17, ჩრდილოეთ კაროლინაში 2 და 1 ვირჯინიაში. ქარიშხლის შედეგად ქვეყნის სამხრეთში 4,6 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შეგახსენებთ, ფლორიდაში ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ 225 კმ/სთ-ს მიაღწია, მას შემდეგ ქარიშხალი „ჰელენი“ შესუსტდა და ახლა მისი დონე პოსტ-ტროპიკულია.

მეტი...

საქართველოს საგარეო უწყება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა სუბიექტი მოქალაქეებს სთავაზობს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მომსახურებას და მათ შორის, შეცდომაში შეჰყავთ ისინი“- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, სხვადასხვა სუბიექტი მოქალაქეებს სთავაზობს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მომსახურებას და შეცდომაში შეჰყავთ ისინი. „2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა სუბიექტი მოქალაქეებს სთავაზობს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მომსახურებას და მათ შორის, შეცდომაში შეჰყავთ ისინი, რომ თითქოს საკონსულო აღრიცხვაზე გამარტივებული დადგომა შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო მომსახურების პორტალის გვერდის ავლით. არასწორი ინფორმაცია ვრცელდება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციის ვადების შესახებაც.  საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს…

მეტი...

თბილისში ცივი იარაღით ერთი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე ხმაური იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცივი იარაღით დაჭრილია ერთი ადამიანი. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...