„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერებმა მოსახლეობა აღაშფოთა“- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერებმა მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის ამჟამინდელ მდგომარეობასა და საქართველოს შორის პარალელის გავლება ეწინააღმდეგება ტრადიციებს, კულტურას, ქართულ ჰუმანურობა.

„როდესაც მოვისმენთ ჩვენებებს, ვნახავთ, რომ იგივე მეთოდები, იგივე სიმკაცრე, იგივე სისასტიკე გამოიყენა რუსეთმა სოხუმში, აფხაზეთის ყველა სხვა ქალაქში, რაც ბუჩაში, მარიუპოლში, უკრაინაში, ამ ორწლინახევრის ომის განმავლობაში, რომელიც კიდევ გრძელდება უკრაინაში უკრაინელების წინააღმდეგ. ამას დიდი დარწმუნებით ვამბობ და ისეთივე შოკირებული ვარ, როგორც სრულიად საქართველოს მოსახლეობა, რადგან მთავრობამ, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩათვალა, რომ ამ საარჩევნო კამპანიისთვის კარგი აზრი იყო, თბილისის ქუჩებში დაედგათ ბანერები, სადაც გვერდიგვერდ ჩანს მარიუპოლის თეატრი, სადაც ვიცით, თუ რამდენი ბავშვი დაიღუპა და რესტავრირებული თეატრი საქართველოში; განადგურებული კათედრალი უკრაინაში და გვერდზე, სამების საკათედრო ტაძარი თბილისის შუაგულში. ამან სრულიად საქართველოს მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, რაც აჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვართ და შეიძლება ოპტიმისტები ვიყოთ. აღშფოთება გამოიწვია, ასევე „ქართული ოცნების“ დარჩენილ მხარდამჭერებში, „ქართული ოცების“, რომელიც (ვთქვი და კიდევ ვიტყვი), ქართულ კოშმარად იქცა, ასევე, მთელს მოსახლეობაში, ამდენად, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ტრადიციებს, კულტურას, ქართულ ჰუმანურობას, რაც გვაფიქრებინებს, რომ ევროპასთან საერთო ღირებულებები გვაქვს და სწორედ ამ ღირებულებების გამო გვაქვს ევროპული ბედი“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები