არგენტინაში ტყის ხანძარს ებრძვიან

არგენტინა ტყის ხანძარს ებრძვის. ცეცხლი ქვეყნის ჩრდილოეთით, კორდობის რაიონში 16 ათასი ჰექტრის ფართობზე მძვინვარებს. სამაშველო-სახანძრო სამსახურების დასახმარებლად მობილიზებულია ავიაციაც. ცეცხლის სწრაფად გავრცელებას ხელს უწყობს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და მშრალი ჰავა. ვრცელდება ცნობა, რომ ხანძარი შესაძლოა ადამიანური ფაქტორით იყოს გამოწვეული. ადგილობრივი მმართველობა 2 ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ იტყობინება.

მეტი...

ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები არ შეიცვლება იმის მიუხედავად, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები არ შეიცვლება იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი თქმით, თურქეთი ყურადღებით აკვირდება რბოლას დემოკრატიული პარტიის კანდიდატ, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპს შორის. „იმის მიუხედავად, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი, ჩვენი ხედვა ამერიკის მიმართ და ჩვენი მაღალი დონის დიალოგი ურთიერთობებში არ შეიცვლება“, – განაცხადა ერდოღანმა. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება ბოლოდროინდელ იმპულსს აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებში და განაცხადა, რომ ანკარაში „კმაყოფილები არიან ბოლო დროს თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებში არსებული პოზიტიური ატმოსფეროთი“.

მეტი...

„მკვლელობამდე 3 საათით ადრე დამირეკა“ – კესარია აბრამიძე საქორწილო კაბით დაკრძალეს

მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე თეთრი საქორწილო კაბით დაკრძალეს, რომელიც მას დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა შეუკერა. „სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, იმ დღეს 3 საათით ადრე დამირეკა და მითხრა, რა არის ერთი კაბა ვერ შემიკერე, მაინც და მაინც უნდა გავთხოვდეო? ვთხოვდებიო. სამ საათში ვიგებ, რომ მოკლეს, ძალიან მძიმე იყო. მართლა საქორწილო კაბა შევუკერე, ისეთი როგორიც მას შეეფერებოდა“, – ამბობს დათუნა სულიკაშვილი.

მეტი...

ბიჭი, რომელიც 6 წლის ასაკში გაიტაცეს, ოჯახს 73 წლის შემდეგ დაუბრუნდა

ლუის არმანდო, რომელიც ექვსი წლის ასაკში გაიტაცეს, 73 წლის შემდეგ ოჯახს ჯანმრთელი დაუბრუნდა. მის კვალს მამაკაცის დისშვილმა მიაგნო. ჯერ კიდევ 1951 წელს, ლუის არმანდო ალბინო პარკში ძმასთან ერთად თამაშობდა. ამ დროს , ბიჭს ქალი მიუახლოვდა და ტკბილეულით შესთავაზა. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ ქალმა გაიტაცა მაშინ 6 წლის ლუისი. ქალმა ბავშვი ნიუ-იორკში წაიყვანა და ქმართან ერთად ისე ზრდიდა, როგორც საკუთარ შვილს. ამასობაში, ლუისის მშობლები პატარა ბიჭს ეძებდნენ. ლუისის დედა არასოდეს კარგავდა იმედს, რომ შვილს იპოვიდა. თუმცა, 2005 წელს, 92 წლის ასაკში ისე გარდაიცვალა, რომ შვილის შესახებ ვერაფერი გაიგო. ლუისის დედის გარდაცვალების…

მეტი...

,,ზელენსკის სურს, რომ აშშ-ში „დემოკრატებმა“ გაიმარჯვონ” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო მიტინგზე პენსილვანიაში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატების“ გამარჯვება სურს. „მგონია, რომ ზელენსკი ისტორიაში საუკეთესო გამყიდველია. აქ ყოველი ჩამოსვლის დროს ის უკან 60 მილიარდი დოლარით ბრუნდება. მას ისე ძლიერ სურს, რომ „დემოკრატებმა“ გაიმარჯვონ, მაგრამ მე სხვაგვარად მოვიქცევი. მე მშვიდობის მიღწევაზე ვიმუშავებ“, – განაცხადა ტრამპმა. ზელენსკის ადმინისტრაციას და „დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენლებს ტრამპის ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, ხოლო თავად ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 5 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს…

მეტი...

,,საქართველოში მნიშვნელოვნად არის მომატებული ყივანახველას შემთხვევები” – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად მოიმატა ყივანახველას შემთხვევებმა. დაავადების გამომწვევი ბაქტერია Bordetella pertussis აერწვეთოვანი გზით ვრცელდება, რის გამოც ადამიანიდან ადამიანზე მარტივად გადადის. მისი განმარტებით, სიმპტომები კონტაქტიდან 5-დან 10 დღის შემდეგ იწყება. თავიდან იწყება ,,გრიპისმაგვარი” სიმპტომებით, თუმცა შემდეგ რჩება მხოლოდ ხველა, რომელიც თანდათან ძალიან ინტენსიური ხდება და შეტევითი ეპიზოდები ახასიათებს. ,,საქართველოში მნიშვნელოვნად არის მომატებული ყივანახველას შემთხვევები, მათ შორის მოზრდილებშიც. ზოგ შემთხვევაში დაავადება აცრილ ადამიანებშიც გვხვდება, თუმცა მათ სიმპტომები ნაკლებად აქვთ გამოხატული. ყივანახველას გამომწვევია ბაქტერია Bordetella pertussis, რომელიც გადაედება წვეთების გზით. გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე ადვილად…

მეტი...

„ვიცოდი, არ გაიწირებოდა, ერთ-ერთი მამაო დამიკავშირდა და მითხრა, რომ კესოს წესი აუგო და პანაშვიდიც გადაუხადა“ – სოფი ნურაშვილი

კესარია აბრამიძის მეგობარი სოფო ნურაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ერთ-ერთმა მღვდელმა გარდაცვლილ კესარია აბრამიძეს წესი აუგო. „მკვლელებს, დამნაშავეებს, საზოგადოებისთვის საშიშ და ბოროტ ადამიანებს უგებენ წესს და ადამიანს, რომელსაც ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ბევრი სიკეთე აქვს ნაკეთები, წესი არ აუგეს, კატეგორიული უარი თქვეს. ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუვდა, რადგან ღმერთი არის ჩემი ნუგეში. ვიცოდი, რომ კესო არ გაიწირებოდა, რადგან მას ბევრი სიკეთე გაუკეთებია. დღეს ერთ-ერთი მამაო დამიკავშირდა და მითხრა, რომ კესოს წესი აუგო და პანაშვიდიც გადაუხადა, ღმერთმა მაინც ბოლომდე არ გაწირა… არც პოპულარობას ვეძებ, არც არაფერს, მინდოდა…

მეტი...

,,დასავლეთმა უკრაინის დახმარება უნდა გაზარდოს” – ჟოზეფ ბორელი

,,დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის დახმარება უნდა გაზარდონ, რადგან რუსეთის მიზანია ზამთარში ქვეყანა ჩააბნელოს და გაყინოს”, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა. „გასაგებია, რომ რუსეთს უკრაინის ჩაბნელება და გაყინვა სურს. მოდის ზამთარი, ხოლო ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის თავდასხმების შემდეგ უკრაინაში ენერგიის წარმოების სიმძლავრეები 2/3 შემცირდა“, – თქვა ბორელმა. ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას უნდა გადაეცეს არა მხოლოდ სამხედრო დახმარება, არამედ ქვეყანას ელექტროენერგიის წარმოების გაზრდაც სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა ზამთარში სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება. მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა, მის ერთ-ერთ სამიზნედ ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენს.…

მეტი...

ესპანეთში დააკავეს თაღლითები, რომლებიც თავს ბრედ პიტად ასაღებდნენ და მსხვერპლებს 300 ათას ევროზე მეტი გამოსძალეს

ესპანეთში დააკავეს 5 დამნაშავე, რომლებმაც ორ ქალს დაახლოებით 325 ათასი ევრო გამოსძალეს. თაღლითები თავს ჰოლივუდის მსახიობ ბრედ პიტად ასაღებდნენ. El Correo წერს, რომ კიბერდამნაშავეებმა დაზარალებულები მსახიობის თაყვანისმცემლებისთვის შექმნილ ონლაინ-პლატფორმებზე იპოვეს. სოციალური ქსელების დახმარებით, ისინი ემოციურად მოწყვლად ქალებს ირჩევდნენ, რომლებსაც დეპრესიის ნიშნები ჰქონდათ და მესენჯერებით ან ელექტრონული ფოსტით უკავშირდებოდნენ. შემდეგ პიტის სახელით ქალებთან რომანტიკულ მიმოწერას იწყებდნენ და მსახიობთან ერთობლივ პროექტებში თანხის ინვესტირებას სთავაზობდნენ. გამოძიება 2023 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა ქალმა სამართალდამცველებს მიმართა. პოლიციამ თაღლითების მსხვერპლებს 85 ათასი ევრო უკვე დაუბრუნა, გამოძიება დღესაც გრძელდება.

მეტი...

ბანანების შეკვრებში კოკაინი აღმოაჩინეს

გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ბანანების ყუთებში კოკაინი აღმოაჩინეს. Deutsche Welle წერს, რომ საერთო ჯამში სუპერმარკეტების ქსელში 95 კილოგრამი ნარკოტიკი იპოვეს, რომლის ღირებულებაც 7 მილიონ ევროს აღემატება. ბანანების ეს პარტია გერმანიაში სამხრეთ ამერიკიდან ჩავიდა. ქალაქ მენხენგლადბახის პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ სუპერმარკეტების ქსელში ეს პარტია შეცდომით მოხვდა. დეტალების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. ბანანების შეკვრებში კოკაინი გერმანიაში პირველად არ აღმოუჩენიათ. მსგავსი შემთხვევა 2015 წელსაც მოხდა.

მეტი...

რუსეთი აპირებს გაასამართლოს ყველა ვინც, საზღვარგარეთ ,,რუსოფობიას” გაავრცელებს

რუსეთი აპირებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს ყველას ვინც, საზღვარგარეთ ,,რუსოფობიას” გაავრცელებს. ,,რუსოფობიაში” კანონმდებლები უცხოეთის ოფიციალური პირების მხრიდან რუსეთის მოქალაქეების დისკრიმინაციას ან ამგვარი ნაბიჯებისკენ საჯარო მოწოდებებს გულისხმობენ. პროექტში ნათქვამია, რომ მსგავსი მუხლებით პირების გასამართლებას რუსეთის სასამართლოები შეძლებენ დაუსწრებლად, განსასჯელთა ადგილზე ყოფნის გარეშე. პროექტით, უცხოელ პირებს, რომლებსაც დამნაშავედ ცნობენ, აეკრძალებათ რუსეთში ,,გარკვეული თანამდებობის დაკავება ან გარკვეული საქმიანობის წარმოება”.

მეტი...

უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს

უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს. ნორმა ,,კონსტიტუციური წყობის დაცვის შესახებ რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში” 2024 წლის 20 აგვისტოს მიიღეს. კანონის რამდენიმე დებულება მოგვიანებით ამოქმედდება. ,,ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების საკითხთა სახელმწიფო სამსახურს“ ექნება უფლება, რომ მიმართოს სასამართლოს სარჩელით რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულმა სამსახურმა დაადგინა რელიგიური ორგანიზაციის კავშირი აგრესორი ქვეყნის, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

მეტი...

სენეგალის სანაპიროსთან, ნავში, სულ მცირე 30 ცხედარი იპოვეს

სენეგალის სანაპიროსთან სულ მცირე 30 გახრწნილი ცხედარი იპოვეს. სამხედრო საზღვაო ძალებს აცნობეს ნავის შესახებ, რომელიც დედაქალაქ დაკარიდან დაახლოებით 70 კილომეტრში ცურავდა. ,,ცხედრების იდენტიფიცირება დელიკატურად მიმდინარეობს მათი მდგომარეობის გამო”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. მათი ვარაუდით, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად გახრწნილია გვამები, გარდაცვლილები ატლანტის ოკეანეში საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდნენ. ისინი მეთევზეებმა იპოვეს. BBC-ი წერს, რომ ბოლო დროს, გაიზარდა მიგრანტების რაოდენობა, რომლებიც სენეგალიდან კანარის კუნძულებზე ატლანტის ოკეანით იპარებიან.

მეტი...

რაჭაში, ოჯახს ერთი ტონა ყურძენი მოპარეს

რაჭაში, სოფელ ბუგეულში, ემიგრანტის ოჯახს ერთი ტონა ყურძენი მოპარეს. ინფორმაციას გამოცემა ,,ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ რაჭაში ყურძნის დაკრეფის მიზნით ჩასულ ოჯახს ვენახი უკვე დაკრეფილი დახვდა. გამოცემის ცნობით, ველიაშვილების ოჯახი უკვე 10 წელია ემიგრაციაშია. თუმცა, 5 წლის წინ მათ მშობლიურ სოფელში მამაპაპისეული სახლის აღდგენა და იქ ვენახის გაშენება გადაწყვიტეს. „ნავენახარი იყო, გატყევებული ადგილი. ხუთი წლის განმავლობაში 50 ათას ლარზე მეტი გვაქვს დახარჯული. რადგან ემიგრაციაში ვართ, ნებისმიერ სამუშაოში, რაც ვენახს ეხებოდა, მუშებს ვქირაობდით და ფულს ვიხდიდით. 180 კილო ძლივს მოკრიფეს, ისიც გზის მხარეს რაც იყო. ეტყობა გზიდან რომ არ შეემჩნიათ ქურდობის…

მეტი...

საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, ქართველმა ემიგრანტებმა ბრიუსელში აქცია გამართეს

ბრიუსელში, საქართველოს საელჩოსთან ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. მომიტინგეები საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვენ. მათი თქმით, ორგანიზაციამ ,,თაობები ქვეყნისთვის”, მათი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ყველა დოკუმენტი მოამზადა და შესაბამის უწყებებში გააგზავნა. ემიგრანტებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს რეაგირებისკენ მოუწოდეს. აქციაზე ისმოდა ლოზუნგები ,,გაუმარჯოს საქართველოს”, ,,მოდი არჩევნებზე”, ,,შენი ხმა მნიშვნელოვანია”.

მეტი...

სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის საქმეები განსახილველად დიდ პალატას გადასცა

სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივანთა ადვოკატების მოთხოვნა და 2019 წლის 20 ივნისის საქმეები განსახილველად დიდ პალატას გადასცა. ინფორმაციას ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, 2024 წლის 23 სექტემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის კოლეგიამ, ხუთი მოსამართლის შემადგენლობით დააკმაყოფილა მომჩივნების ადვოკატთა მოთხოვნა და საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა. ,,2024 წლის 7 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებზე (26 პირის საქმე) სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად სცნო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საიას არგუმენტები და საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის…

მეტი...

ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 356-მდე გაიზარდა

ლიბანში ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 356-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 246 ადამიანი. ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის 24 ბავშვი და 42 ქალია, დაშავებულია 1 246 ადამიანი. საჰაერო იერიშები ისრაელსა და ლიბანს შორის გრძელდება. როგორც ისრაელში აცხადებენ, ლიბანში ,,ჰეზბოლას” 300-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.

მეტი...

,,გერმანია არ გააუქმებს რაიმე შეზღუდვას” – ზელენსკი ოლაფ შოლცს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ შეხვედრისას შოლცმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას ბერლინის უარი, გამოიყენოს გერმანული იარაღი რუსეთის შიგნით სამიზნეებზე დასარტყმელად. „გერმანია არ გააუქმებს რაიმე შეზღუდვას, ეს არ არის დამოკიდებული ჩემს პირად დამოკიდებულებაზე. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და ამის კარგი მიზეზები გვაქვს”, – აცხადებს შოლცი.

მეტი...

რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა იაპონიის საჰაერო სივრცე ერთ დღეში სამჯერ დაარღვია

ორშაბათს რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა იაპონიის საჰაერო სივრცე დაარღვია. The Wall Street Journal-ის ცნობით, რუსული სამხედრო თვითმფრინავი Ил-38 იაპონიის საჰაერო სივრცეში ერთ დღეში სამჯერ შეიჭრა ჩრდილოეთიდან, კუნძულ ჰოკაიდოსთან. იაპონიის საჰაერო ძალებმა რუსული თვითმფრინავი ჯერ გააფრთხილეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, მესამე შემთხვევის დროს კი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. იაპონიის თავდაცვის მინისტრის, მინორუ კიჰარას განცხადებით, რუსულ თვითმფრინავს არ ჩაუდენია რაიმე სახის სახიფათო ქმედება, თუმცა, ოფიციალურმა ტოკიომ მოსკოვს კატეგორიულად მოითხოვა, აღარ განმეორდეს მსგავსი ინციდენტები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

მეტი...

,,საქართველოს მთავრობის მხრიდან აშშ-დან ელჩის გამოხმობა ,,ჭკვიანური ნაბიჯი” არ იქნება” – კრამერი

,,საქართველოს მთავრობის მხრიდან აშშ-დან ელჩის გამოხმობა ,,ჭკვიანური ნაბიჯი” არ იქნება”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერიმ განაცხადა. ,,ელჩის გამოხმობა ვაშინგტონიდან, აუცილებლად გააუარესებს საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის შორის ურთიერთობას. ამასთან, ფაქტია, რომ ქართველი ხალხი ინარჩუნებს პროდასავლურ, პროევროკავშირის და პროამერიკულ მიდგომას, იმის პარალელურად, რომ არიან რუსეთის წინააღმდეგ განწყობილნი, ამიტომ, ეს არ იქნება ჭკვიანური ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან”, – თქვა კრამერმა.

მეტი...

,,ჩვენ უფრო ახლოს ვართ ომის დასასრულთან, ვიდრე ვფიქრობთ” – ზელენსკი

,,ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე ვფიქრობთ. ახლოს ვართ ომის დასასრულთან”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ABC News-თან ინტერვიუში. ,,გამარჯვების გეგმა ეს უკრაინის გაძლიერებაა. სწორედ ამიტომ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მოკავშირეებს, რომ გაგვაძლიერონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე ვფიქრობთ. ახლოს ვართ ომის დასასრულთან”, – განაცხადა ზელენსკიმ. როგორც ზელენსკიმ ჟურნალისტს უთხრა, პუტინს კურსკის ოპერაციის ,,ეშინია”. ,,ეს სიმართლეა. მას ძალიან ეშინია. რატომ? იმიტომ, რომ მისმა ხალხმა დაინახა, რომ მას არ შეუძლია მთელი თავისი ტერიტორიის დაცვა”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. მისივე თქმით, მხოლოდ ,,ძლიერი პოზიციიდან“ შეუძლია…

მეტი...

შარლ მიშელი ირანის პრეზიდენტს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ნიუ-იორკში ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშკიანს შეხვდა. ამის შესახებ მიშელმა X-ზე დაწერა. მისი თქმით, მან ირანის პრეზიდენტთან შეშფოთება გამოთქვა რამდენიმე საკითხზე, რომელთა შორისაც არის რუსეთისთვის იარაღის მიწოდება. მიშელი წერს, რომ საუბარი ასევე შეეხო რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობას, ევროკავშირის დაკავებულ მოქალაქეებს, ბირთვულ პროგრამასა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას. ფეზეშკიანმა უარყო რუსეთისთვის რაკეტების გადაცემა და ბირთვული იარაღის შექმნა. ირანის პრეზიდენტმა რეგიონში ესკალაციის მცდელობაში ისრაელი დაადანაშაულა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, ხელახლა ჩაერთონ ბირთვულ დიპლომატიაში ირანთან.

მეტი...