ლიბანში ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 356-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 246 ადამიანი. ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის 24 ბავშვი და 42 ქალია, დაშავებულია 1 246 ადამიანი.
საჰაერო იერიშები ისრაელსა და ლიბანს შორის გრძელდება. როგორც ისრაელში აცხადებენ, ლიბანში ,,ჰეზბოლას” 300-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.