ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები არ შეიცვლება იმის მიუხედავად, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები არ შეიცვლება იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

მისი თქმით, თურქეთი ყურადღებით აკვირდება რბოლას დემოკრატიული პარტიის კანდიდატ, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპს შორის.

„იმის მიუხედავად, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი, ჩვენი ხედვა ამერიკის მიმართ და ჩვენი მაღალი დონის დიალოგი ურთიერთობებში არ შეიცვლება“, – განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება ბოლოდროინდელ იმპულსს აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებში და განაცხადა, რომ ანკარაში „კმაყოფილები არიან ბოლო დროს თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებში არსებული პოზიტიური ატმოსფეროთი“.

მსგავსი თემები