არგენტინაში ტყის ხანძარს ებრძვიან

არგენტინა ტყის ხანძარს ებრძვის. ცეცხლი ქვეყნის ჩრდილოეთით, კორდობის რაიონში 16 ათასი ჰექტრის ფართობზე მძვინვარებს. სამაშველო-სახანძრო სამსახურების დასახმარებლად მობილიზებულია ავიაციაც. ცეცხლის სწრაფად გავრცელებას ხელს უწყობს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და მშრალი ჰავა.

ვრცელდება ცნობა, რომ ხანძარი შესაძლოა ადამიანური ფაქტორით იყოს გამოწვეული. ადგილობრივი მმართველობა 2 ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ იტყობინება.

მსგავსი თემები