შარლ მიშელი ირანის პრეზიდენტს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ნიუ-იორკში ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშკიანს შეხვდა. ამის შესახებ მიშელმა X-ზე დაწერა.

მისი თქმით, მან ირანის პრეზიდენტთან შეშფოთება გამოთქვა რამდენიმე საკითხზე, რომელთა შორისაც არის რუსეთისთვის იარაღის მიწოდება.

მიშელი წერს, რომ საუბარი ასევე შეეხო რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობას, ევროკავშირის დაკავებულ მოქალაქეებს, ბირთვულ პროგრამასა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას.

ფეზეშკიანმა უარყო რუსეთისთვის რაკეტების გადაცემა და ბირთვული იარაღის შექმნა. ირანის პრეზიდენტმა რეგიონში ესკალაციის მცდელობაში ისრაელი დაადანაშაულა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, ხელახლა ჩაერთონ ბირთვულ დიპლომატიაში ირანთან.

მსგავსი თემები