საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, ქართველმა ემიგრანტებმა ბრიუსელში აქცია გამართეს

ბრიუსელში, საქართველოს საელჩოსთან ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. მომიტინგეები საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვენ.

მათი თქმით, ორგანიზაციამ ,,თაობები ქვეყნისთვის”, მათი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ყველა დოკუმენტი მოამზადა და შესაბამის უწყებებში გააგზავნა. ემიგრანტებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს რეაგირებისკენ მოუწოდეს.

აქციაზე ისმოდა ლოზუნგები ,,გაუმარჯოს საქართველოს”, ,,მოდი არჩევნებზე”, ,,შენი ხმა მნიშვნელოვანია”.

მსგავსი თემები