„ხელები სულ გაყინული მქონდა, ცხელი წყლით ვითბობდი და მერე ისევ ვარჯიშზე მივდიოდი“- დვალიშვილის გზა ჩემპიონობამდე

მერაბ დვალიშვილი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ UFC-ის მებრძოლი გახდა წარმოშობით ვანის რაიონის სოფელ სულორიდან არის.სწავლა სულორის საშუალო სკოლაში დაიწყო, მოგვიანებით კი თბილისში გადმოვიდა. როგორც დვალიშვილი ამბობს, სპორტზე სიარული, თუმცა ოჯახს ამის შესაძლებლობა მაშინ არ ჰქონდა. “მეც ყოველთვის მინდოდა სპორტზე სიარული და ვარჯიშის დაწყება, მაგრამ ისეთი პერიოდი იყო, ახალი გადმოსულები ვიყავით სოფლიდან, ჩემი 2 ძმა სტუდენტი იყო, მშობლები უფრო გადართული იყვნენ იმაზე, რომ ბინის ქირა და სწავლის ფული გადაეხადათ. 15 ლარი იყო გადასახდელი, რომ ფეხბურთზე მევლო და რომ ვხედავდი, რამდენი შრომა უწევდათ ჩემს მშობლებს, ვერ ვთხოვდი ამ 15 ლარს” –…

მეტი...

დოესი-ქვახვრელის მონაკვეთზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

დოესი-ქვახვრელის მონაკვეთზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხარის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

33-ზე მეტი ადამიანი დაშავდა-კადრები ხარკოვიდან (video)

რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვი დაბომბეს. ცეცხლი გაუჩნდა მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინას. იერიშის შედეგად 33-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსოფლიო უკრაინას რუსული სამხედრო თვითმფრინავებისგან და მართვადი ბომბებისგან დაცვაში უნდა დაეხმაროს.  

მეტი...

მერაბ დვალიშვილმა UFC- ის მებრძოლები ქართულად ააცეკვა (video)

მერაბ დვალიშვილმა UFC- ის მებრძოლი, მეგობრები ქართულად ააცეკვა. ცეკვის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. სატიტულო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის იბრძვის და ქართველი გულშემატკივრების გახარებით ბედნიერია.  

მეტი...

საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს

„არა კრემლის დიქტატს“ – ამ ლოზუნგით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის შენობასთან შეკრებილები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს არაფერი საბოდიშო არ აქვთ.

მეტი...

ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინა უარყოფს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს „ბილდის“ ინფორმაციას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სავარაუდოდ მზად არის, შესთავაზოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის გარკვეულ ნაწილებში. უწყების წარმომადგენლის, გიორგი ტიხის განცხადებით, კიევი არ გეგმავს ომის რაიმე ფორმით გაყინვას. სამინისტროში აღნიშნეს, რომ ელემენტები, რომლებსაც ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გააცნობს აშშ-ს, უეჭველად გააძლიერებს და არ დაასუსტებს უკრაინასა და მის მეომრებს. გარდა ამისა, კომუნიკაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დიმიტრი ლიტვინმა უარყო „ბილდის“ ინფორმაცია და განაცხადა, რომ გერმანულმა გამოცემამ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა.

მეტი...

წყალდიდობამ კაშხალი დააზიანა-პოლონეთის ქალაქი დაიტბორა

რთული ვითარებაა პოლონეთში. ძლიერმა წყალდიდობამ კაშხალი დააზიანა, რის გამოც ქალაქი სტრონე-შლესკი დაიტბორა. სტიქიის ზონიდან მოქალაქეები ვერტმფრენებით გამოჰყავთ. ქვედა სილეზიის სავოევოდოს ქალაქში კატასტროფული ვითარებაა. წყლის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივი მოსახლეობა ევაკუაციას სახლის სახურავებიდან ითხოვს. ძლიერი წვიმისგან ადიდებულმა მდინარე გლუხოლაზიმ ორი ხიდი დაანგრია.

მეტი...

თავდასხმა ხარკოვზე-დაშავებულია 33 ადამიანი

რუსულმა ძალებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს. დაზაიანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა და 33 ადამიანი დაშავდა.ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსოფლიო უკრაინას რუსული სამხედრო თვითმფრინავებისგან და მართვადი ბომბებისგან დაცვაში უნდა დაეხმაროს. „მსოფლიო რუსული სამხედრო თვითმფრინავებისგან და ათობით მართვადი ბომბისგან დაცვაში უნდა დაგვეხმაროს, რომლებიც ყოველდღიურად კლავენ უკრაინელებს. ეს ტერორი შეიძლება შეჩერდეს. მაგრამ ტერორის შესაჩერებლად, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ძლიერი გადაწყვეტილებების შიში, რომელიც ობიექტურად არის საჭირო. მხოლოდ სიმტკიცეს შეუძლია ამ ომის სამართლიანად დასრულება. სწორედ სიმტკიცე იცავს ყველაზე ეფექტურად ტერორისგან“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა – რა ვითარებაა ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში?!

ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში წყალდიდობის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა იმატებს. რუმინეთში გადაუღებელი წვიმის გამო დაღუპული ადამიანების რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. მსხვერპლია ავსტრიაშიც. წყალდიდობის დროს სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობისას ერთი მეხანძრე დაიღუპა. ვენის მიმდებარედ ავსტრიის პროვინცია კატასტროფის ზონად გამოცხადდა. ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობას ებრძვიან ჩეხეთში. ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებიდან რამდენიმე ათასი ადამიანი გაიყვანეს. 200 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ოთხი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.  

მეტი...

თურქეთში მაკარონის საწარმოში აფეთქება მოხდა-დაშავდა 23 ადამიანი

თურქეთში საქარიას პროვინციაში, მაკარონის საწარმოში აფეთქება მოხდა. თურქული მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

“ნუ გადააწერინებ საქართველოს ისტორიას“- გორში აქცია დაანონსდა

“ნუ გადააწერინებ საქართველოს ისტორიას“- ამ სახელწოდებით, გორში საპროტესტო აქცია დაანონსდა. აქცია ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან გაიმართება. მოქალქეთა ნაწილი, გორში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გაანაწყენა.  „მრცხვენია და მინდა, ბოდიში მოვუხადო იმ თანამებრძოლებს, რომლებიც დაიღუპნენ, ჩემს გვერდით მყოფები ვინც დაიღუპნენ, ვინც აქ არის გამოსახული ამ მემორიალის დაფაზე, ყელას ბოდიში მოვუხადო, რომ ვერ ისე ვერ ვიბრძოლეთ ე.ი., ვერ ვიმოქმედეთ ისე, რომ ასეთი ცრუ ხელისუფლება არ გვყოლოდა” – ამბობს მოქალაქე.

მეტი...

“ჩანერგილი ადამიანი, მოლდოვაში – ეს არის სანდუ, უკრაინაში- ზელენსკი, საქართველოში იყო სააკაშვილი”-ზახაროვა

“დასავლეთმა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ხელისუფლებაში მოიყვანა, როგორც “ადამიანი-ტერმინატორი”, ისევე, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში, უპირველეს ყოვლისა, ეს ადამიანები ძირს უთხრის თავიანთი სახელმწიფოების ტრადიციულ საფუძვლებს” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. “ეს არის ჩანერგილი ადამიანი-ტერმინატორი, ასეთი ადამიანები დასავლელებს არაერთხელ ჩაუნერგავთ. მოდით ჩამოვთვალოთ გვარები. მოლდოვაში – ეს არის სანდუ, უკრაინაში – ეს არის ზელენსკი, საქართველოში იყო სააკაშვილი. ეს ადამიანი-ტერმინატორები იმ მომენტში ფეთქდებიან, როდესაც დასავლეთში “გაშვების” ღილაკს აჭერენ. რას ანადგურებენ ისინი? ისტორიას, კულტურას, ყველა იმ ქვეყნის ტრადიციას, რომელშიც ჩანერგილები არიან“ – აღნიშნა ზახაროვამ.  

მეტი...

“გუშინ ივანიშვილმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინა”- სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის  ბიძინა ივანიშილის გორში გაკეთებულ განცხახდებას ეხმიანება. სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინა. “გუშინ ივანიშვილმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინა. საქართველოს ჰყოლია მოღალატე ფეოდალები, ჰყოლია ორჯონიკიძეები, მაგრამ არასდროს არ ჰყოლია მოღალატე მმართველი პირველი პირი. თავისი გამოსვლით მან გაამართლა რუსეთის თავდასხმა, ადამიანების განადგურება, სოფლების მიწასთან გასწორება. ეს ხომ ჩვენი სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნის შეურაცხყოფაა. ნაცვლად იმისა, რომ მას რუსეთისგან ბოდიშის მოხდა მოეთხოვა იმ უბედურებისთვის, რაც მათ ჩვენს ქვეყანას დაატეხეს თავს, მან ქართველებს მოსთხოვა დამპყრობლისთვის ბოდიშის მოხდა. ამ სირცხვილს ჩვენ კარგა…

მეტი...

“გილოცავ ძმაო”- ბერა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს ჩემპიონობას ულოცავს

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, შვილი ბერა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს. “გილოცავ ძმაო” – წერს ბერა ივანიშვილი. UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.

მეტი...

ნინო ლომჯარია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად გამოცხადებისკენ მოუწოდებს

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან“  დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად გამოცხადებისკენ მოუწოდებს. “ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, რას ელოდება, იმიტომ, რომ არ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი დასაცავი სიკეთე, როგორიც არის ადამიანის ღირსება, რომელიც კიდევ ერთხელ ითელება ამ კანონის მოქმედებით. მე ვფიქრობ, რომ თითოეული დღე, როდესაც ეს კანონი არის ამოქმედებული, არღვევს კონსტიტუციას და საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით” – ამბობს ნინო ლომჯარია.

მეტი...

შონ ო’ მალი დვალიშვილთან დამარცხების შემდეგ გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის

ამერიკელმა მებრძოლმა შონ ო’ მალიმ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მარცხის გამო ბოდიში მოუხადა. “პირობა ვერ შევასრულე, ბოდიშს ვიხდი. მიყვარხართ” – დაწერა მან „ტვიტერზე“. ცნობისთვის, UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.

მეტი...

ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას რვა ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთიდან ინგლისში მოსახვედრად ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ საფრანგეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს  ინფორმაციას. რეზინის ნავმა, რომელზეც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, სანაპიროდან გასვლის შემდეგ მალევე დაიწყო ჩაძირვა, თუმცა საფრანგეთის სანაპირო დაცვამ ზღვაში დახმარების აღმოჩენა ვერ შეძლო. მომხდართან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლების მიერ დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

„ჰუსიტებს“ უკვე უნდა სცოდნოდათ, რომ ჩვენ ვითხოვთ მაღალ ფასს ზიანის მოყენების მცდელობისთვის“- ბენიამინ ნეთანიაჰუ

სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იემენელ „ჰუსიტებს“ მკაცრი პასუხით დაემუქრა. „ჰუსიტებს“ უკვე უნდა სცოდნოდათ, რომ ჩვენ ვითხოვთ მაღალ ფასს ჩვენთვის ზიანის მოყენების მცდელობისთვის. ვისაც შეხსენება სჭირდება, მიბრძანდეს ჰოდეიდას პორტში. ვინც თავს დაგვესხმება, ჩვენ ვერ გაგვექცევა. „ჰამასი“ ამას უკვე აცნობიერებს“- განაცხადა ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ „ძალთა ბალანსის შეცვლის“ ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, პირობას დებს, რომ გააკეთებს „ყველაფერს, რაც საჭიროა“, რათა მოქალაქეები ჩრდილოეთ რეგიონებში თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. ისრაელზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“აიღეს.      

მეტი...

“ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს?”- თეო წილოსანი

“ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა?”- ასე ეხმაურება შინდისის გმირის ემზარ წილოსანის ცოლი, თეო წილოსანი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც მან გორშო მოსახეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა. “ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა? რა ვუთხრა მის სულს? რითი იამაყონ ჩვენმა შვილებმა? რომ ჩამოდგებით ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები და პოზირებთ ემზარ წილოსანის საფლავთან ვინ იყო ემზარი? შეგიძლიათ მიპასუხოთ? ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს? თუ ვის მითხარით ხელისუფლებავ!!! ან…

მეტი...

საქართველოს 16 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

საქართველოს 16 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

მეტი...

“ორთაბრძოლას ნახევარმა საქართველომ რუსული ლინკებით უყურა, სირცხვილია“- ზაზა შენგელია

პროდიუსერი ზაზა შენგელია ფეისბუქზე მიმართვას ავრცელებს. როგორც შენგელია წერს, მერაბ დვალიშვილის გულშემატკივრებმა ბრძოლას რუსული ლინკებიდან უყურეს. რაც პროდიუსერის აზრით სირცხვილია. “თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც უნდა დავწერო: როცა Setanta Sports Georgia ხარ და ამხელა მოვლენა ხდება, შვიდი წლის წინ ამერიკაში არალეგალად წასული, მშენებლობაზე მუშად მომუშავე ქართველი კაცი, ლას-ვეგასის “სფეროს” დარბაზში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ორთაბრძოლას მართავს მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, მსოფლიოში ისეთ მასობრივად პოპულარულ სახეობაში, როგორც UFC-ია, და მთელი საქართველო ღამეს თეთრად ათენებს და ამ დღეს ელოდება, კეთილი უნდა ინებო, ადგე, გადაიხადო ის საჭირო თანხა, რასაც ითხოვს სატელევიზიო ჩვენების უფლებამფლობელი და ხალხს მასიურად…

მეტი...

“ომი უკრაინაში სიძლიერითა და სიბრძნით უნდა დასრულდეს”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს სიძლიერით და სიბრძნით. ამის შესახებ მან „იალტის ევროპული სტრატეგიის“ ყოველწლიური ფორუმის მონაწილეებისადმი მოკლე ვიდეომიმართავში განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დონალდ ტრამპმა თავისი ვიდეომიმართვა გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თხოვნით ჩაწერა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევე ერთხელ გაიმეორა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ ომს სწრაფად დაასრულებს. ამასთან, მან კვლავ აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ეს ომი არ დაიწყებოდა. „53 დღეში ჩვენ არჩევნები გვაქვს. ეს არჩევნები ბევრ რამეს შეცვლის, მათ შორის ამ ომთან მიმართებაში“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

“ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი ომის მხარდაჭერა”- დიდი შვიდეული

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას უმკაცრესად გმობენ. „ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი ომის მხარდაჭერა და შეაჩეროს ბალისტიკური რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატების (დრონები) და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გადაცემა, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის უკრაინელ ხალხს, ასევე ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“ – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში. ისინი მიიჩნევენ, რომ ირანს რუსეთის უკანონო ომის მიმართ მხარდაჭერისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

მეტი...

ბუდუ ზივზივაძემ  შესაძლოა, ბუნდესლიგაში ითამაშოს

30 წლის ქართველმა თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ  შესაძლოა, ბუნდესლიგაში ითამაშოს. ამის შესახებ, გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს. „ქართველი თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე ოცნებობს. ბუდუ ზივზივაძემ ბოლო ტურში „შალკესთან“ დუბლი შეასრულა. თავდამსხმელმა კარიერის განმავლობაში ითამაშა საქართველოში, დანიაში, უნგრეთში, ახლა „კარლსრუეშია“ და შესაძლოა, მალე ბუნდესლიგაშიც ვიხილოთ. 30 წლის ბუდუ ზივზივაძე ბევრს შრომობს, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს. „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგაში პირველ ადგილზეა და შეუძლია, ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე იფიქროს“ – წერს გერმანული გამოცემა. შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ბუდუ ზივზივაძემ მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა მეორე ბუნდესლიგაში. „კარლსრუემ“ გელზენკირხენის „შალკე“ მისი დუბლის წყალობით 2:0 დაამარცხა. ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში ხუთ შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა…

მეტი...

„გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს ქართველები ბოდიშს არასდროს მოუხდიან“- გივი გუნტური

„გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს ქართველები ბოდიშს არასდროს მოუხდიან“ – ასე პასუხობს საქართველოს ეროვნული გმირის, ოსების და რუსი ოკუპანტების მიერ ნაწამები ანწუხელიძის ოჯახი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. „ჩემი ძმა იყო ასული ეკლესიაში სანთლის დასანთებად და რომ უნდა წამოსულიყო, ჩასაფრება მოუწყეს და ჩაცხრილეს თავის საკუთარ მანქანაში. მე მეგონა, რომ რუსეთი მოგვიხდიდა ბოდიშს და პირიქიტ, ბიძნა ივანიშვილი გვთხოვს, რომ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ოსებს და რუსებს. მე შემრცხვა, პოლიციელებმა რომ არაფერი უთხრეს. 2008 წელს იბრძდნენ ეს პოლიციელები, ათასობით პოლიციელი იდგა, აქედან თიტქმის ყველა იბრძოდა და ხმა ვერ ამოიღეს“ – ამბობს გივი გუნტური.

მეტი...

„UFC-ში მეორე ქართველი ჩემპიონი გვყავს!“- ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს. “UFC-ში მეორე ქართველი ჩემპიონი გვყავს! გილოცავთ ყველას და ვულოცავ პირადად მერაბს, ბევრი წლის დაუღალავი შრომით ამ დიდ შედეგამდე მისვლას” – წერს ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში სატიტულო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია.

მეტი...

თელ ავივში, მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, მორიგი აქცია გაიმართა

თელ ავივში, მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, მორიგ დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მთავრობას, მეტი გააკეთოს „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი მძევლების თავისუფლებისთვის. სიტყვით გამოვიდნენ მძევლების ოჯახების წევრები. დემონსტრაციაზე აქციის მონაწილეთა ჯგუფსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. „ჰამასის“ ტყვეობაში კიდევ 101 მძევალია დარჩენილი, რომელთაგან ნაწილი, ისრაელის ხელისუფლების მონაცემებით, გარდაცვლილია.

მეტი...

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სტიქიას ებრძვიან-არის მსხვერპლი

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კოკისპირულმა წვიმებმა მდინარეების ადიდება გამოიწვია და ათასობით სახლი დააზიანა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა, რომ სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიხრჩო. ქვეყნის  სამხრეთ-დასავლეთ ოპოლეს რეგიონში, გლუხოლაზის მერმა განაცხადა, რომ მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და ქალაქი დაიტბორა. მან მოსახლეობას შემაღლებულ ადგილებში თავის შეფარებისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, ქალაქ კრაკოვში მოსახლეობას, წყალდიდობისგან დაცვის მიზნით, ქვიშის ტომრები შესთავაზეს. სტიქიის გამო, ქალაქ კლოძკოში 1 600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ჩეხეთში, წყალდიდობის გამო, ევაკუაცია გამოცხადდა და ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში 51 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გარდა ამისა, ქვეყნის ორ უმაღლეს ლიგაში შაბათ-კვირას დაგეგმილი საფეხბურთო მატჩები…

მეტი...

“საქართველომ ყველაფერი მომცა, ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი”- მერაბ დვალიშვილი

სატიტულო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის იბრძვის და ქართველი გულშემატკივრების გახარებით ბედნიერია. „პირველი ემოცია საოცარი იყო, თავს ვერ ვაკონტროლებდი. როდესაც წამოვდექი, მაშინ გავაცნობიერე, რომ ქამარი ჩემი იყო და ჩემპიონი ვიყავი. ახლა ვაანალიზებ, რაც მოხდა. სამი ყოფილი ჩემპიონი დავამარცხე, შონი მეოთხე იყო. ეს ჩვეულებრივი დღეა, უბრალოდ მე ქამარი მაქვს. ბრძოლის დაწყებისას ო’მალის მწვრთნელი უპატივცემულობას გამოხატავდა. საერთოდ, არ მჩვევია, მეტოქის კუთხესთან კომუნიკაცია, თუმცა ამის შესახებ მსაჯს ვუთხარი, რადგან ის არ ჩერდებოდა. ფეხბურთში ან კალათბურთი იგივე რომ…

მეტი...

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ძალიან გაწბილებული დავრჩი”- ჯინ შაჰინი ირაკლი კობახიძეზე

“პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ძალიან გაწბილებული დავრჩი-პრემიერ-მინისტრისგან იმის მოსმენა, რომ ურთიერთობების განახლება სურს, მაგრამ შემდეგ არ გამოხატავდეს არანაირ მზაობას ამის გასაკეთებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას [სამწუხაროა]”- ამის შესახებ სენატორ ჯინ შაჰინმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ჯინ შაჰინმა განმარტა, აგვისტოს დასაწყისში საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას პრემიერთან შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ როგორი გაწბილებულია სამოქალაქო საზოგადოებითა და „ენჯეოებით“, რომლებიც მთავრობისადმი კრიტიკულად არიან განწყობილი. „პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ძალიან გაწბილებული დავრჩი. ამერიკის შეერთებული შტატები 30 წელზე მეტია საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს მხარს უჭერს. საქართველოს მხარს ვუჭერდით [ფინანსური] დახმარებით, ასევე ქვეყანაში არსებობს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოც.…

მეტი...

“ვისაც რუსეთის კეთილი მეტამორფოზის და ფოჩიანი კანფეტების სჯერა, ბოდიში მას აქვს მოსახდელი”- დიპლომატი

“2008 წლის ომისაც და მანამდეც, ჩვენი დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი იყო და არის ვერაგი რუსეთი” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი წერს. დიპლომატი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება, სადაც მან თქვა, რომ „ნაციონალური მოძაობის“ მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო ბოდიში ქართველმა ხალხმა უნდა მოიხადოს. “2008 წლის ომისაც და მანამდეც, ყველა ჩვენთვის საზიანო პროვოკაციის, ბლოკადის, ქართველთმოძულეობის გამჩაღებელი, ოსი და აფხაზი ძმების წამქეზებელი, ჩვენს მიწა-წყალს უკანონოდ დაპატრონებული და ჩვენი დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი იყო და არის ვერაგი რუსეთი. ვინც ასე არ ფიქრობს, ვისაც მისი კეთილი მეტამორფოზისა და…

მეტი...

“რუსეთს ომის დასრულება 2026 წლამდე სურს”- კირილ ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთს სურს ომი უკრაინის წინააღმდეგ 2025 წლის ბოლოს – 2026 წლის დასაწყისისთვის თავისი გამარჯვებით დაასრულოს, რადგან 2025 წლის ზაფხულიდან მას სერიოზული პრობლემები შეექმნება ეკონომიკაში და იქნება მობილიზაციის საჭიროება. „2025 წელი მათთვის, 2025-ის ბოლო და 2026-ის დასაწყისი – მათთვის მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის დასრულება უნდათ, რადგან, მათივე გათვლებით, თუ რუსეთის ფედერაცია ამ ომიდან გამარჯვებული არ გამოვა, მომავალში – ეს არის 30 წლის ჰორიზონტი – საერთოდ კარგავენ შესაძლებლობას იხილონ რუსეთი, როგორც ზესახელმწიფო, რისკენაც ისწრაფვიან“ – აღნიშნა ბუდანოვმა.    

მეტი...

“ლიბანიდან ქვეყნის ჩრდილოეთით 40-ამდე რაკეტის გაშვება დააფიქსირდა”- ისრაელის თავდაცვა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილით ლიბანიდან ქვეყნის ჩრდილოეთით 40-ამდე რაკეტის გაშვება დააფიქსირეს. მათივე ინფორმაციით, ზოგიერთი რაკეტა მოიგერიეს, ზოგი კი – ღია ტერიტორიებზე დაეცა. ამ დროისთვის, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელის სამხედრო ბაზას ათობით „კატიუშას“ რაკეტით დაარტყა.  

მეტი...

“მისი სიცოცხლისთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს”- ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

ექიმის და სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტის, მანანა ჯებაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თვე-ნახევრის წინ სხვა პალატაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მისმა სატურაციამ დაიწია. როგორც ჯებაშვილმა განმარტა, სატურაცია მიუახლოვდა ქვედა დონეს, რაც სააკაშვილი სიცოცხლისთვის საშიშია. “დაახლოებით თვე-ნახევრის წინ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს სხვა პალატაში. სხვა პალატაში გადაყვანიდან მეორე დღესვე მას აღენიშნებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პარამეტრის, სატურაციის დაცემა. ის მიუახლოვდა ქვედა დონეს, რაც მისი სიცოცხლისთვის საშიშია. ჩვენ არ ვიცით, რამ გამოიწვია დაბალი სატურაცია და თვე-ნახევარია მისი ოჯახი ამ მონაცემების გასწორებას ელოდება. მიხეილ სააკაშვილი ბოლო პერიოდში აქვს ძლიერი სისუსტე, ძილიანობა, ჰაერის უკმარისობა და სხვა. სატურაციაც ისევ…

მეტი...

“ჩვენს საამაყო და სასახელო”- ბიძინა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს

“ჩვენს საამაყო და სასახელო სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს, საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ” – ამის შესახებ ნათქვამია “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელსაც პარტია „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს. მერაბ დვალიშვილი დაუღალავი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითია-ასე მოიხსენიებს ქართველ ჩემპიონს ივანიშვილი. „მან ფასდაუდებელი შრომა გასწია ამ წარმატების მისაღწევად. სწორედ დიდი მოთმინებით, დისციპლინითა და მიზანდასახულობით შეიძლება სასურველი მიზნის მიღწევა. მერაბ დვალიშვილის სახით, ჩვენს სამშობლოს, ამ პატარა საქართველოს, უკვე მეორე ჩემპიონი ჰყავს. მას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი, მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის” – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

მეტი...

„შონი დიდებული მებრძოლია, მაგრამ დღეს მე ის უბრალო ბიჭად ვაქციე”- მერაბ დვალიშვილი

“შონი დიდებული მებრძოლია, მაგრამ დღეს მე ის უბრალო ბიჭად ვაქციე”- განაცხადა მერაბ დვალიშვილმა, მას შემდეგ რაც UFC-ის ახალი ჩემპიონი გახდა. ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლის თითქმის ყველა რაუნდი ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა. საბოოლოდ, მსაჯებმა გამარჯვება ერთსულოვნად დვალიშვილს მიანიჭეს. მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო. როგორ შეხვდა ზაზა ფაჩულია UFC-ის ახალ ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს (video)

მეტი...