„გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს ქართველები ბოდიშს არასდროს მოუხდიან“- გივი გუნტური

„გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს ქართველები ბოდიშს არასდროს მოუხდიან“ – ასე პასუხობს საქართველოს ეროვნული გმირის, ოსების და რუსი ოკუპანტების მიერ ნაწამები ანწუხელიძის ოჯახი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

„ჩემი ძმა იყო ასული ეკლესიაში სანთლის დასანთებად და რომ უნდა წამოსულიყო, ჩასაფრება მოუწყეს და ჩაცხრილეს თავის საკუთარ მანქანაში. მე მეგონა, რომ რუსეთი მოგვიხდიდა ბოდიშს და პირიქიტ, ბიძნა ივანიშვილი გვთხოვს, რომ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ოსებს და რუსებს. მე შემრცხვა, პოლიციელებმა რომ არაფერი უთხრეს. 2008 წელს იბრძდნენ ეს პოლიციელები, ათასობით პოლიციელი იდგა, აქედან თიტქმის ყველა იბრძოდა და ხმა ვერ ამოიღეს“ – ამბობს გივი გუნტური.

მსგავსი თემები