მერაბ დვალიშვილი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ UFC-ის მებრძოლი გახდა წარმოშობით ვანის რაიონის სოფელ სულორიდან არის.სწავლა სულორის საშუალო სკოლაში დაიწყო, მოგვიანებით კი თბილისში გადმოვიდა. როგორც დვალიშვილი ამბობს, სპორტზე სიარული, თუმცა ოჯახს ამის შესაძლებლობა მაშინ არ ჰქონდა.
“მეც ყოველთვის მინდოდა სპორტზე სიარული და ვარჯიშის დაწყება, მაგრამ ისეთი პერიოდი იყო, ახალი გადმოსულები ვიყავით სოფლიდან, ჩემი 2 ძმა სტუდენტი იყო, მშობლები უფრო გადართული იყვნენ იმაზე, რომ ბინის ქირა და სწავლის ფული გადაეხადათ. 15 ლარი იყო გადასახდელი, რომ ფეხბურთზე მევლო და რომ ვხედავდი, რამდენი შრომა უწევდათ ჩემს მშობლებს, ვერ ვთხოვდი ამ 15 ლარს” – იხსენებს მერაბ დვალიშვილი.
21 წლის ასაკში ის ამერიკაში გაემგზავრა.სანამ ვარჯიშს დაიწყებდა, მშენებლობაზე დასაქმდა და ფიზიკურად შრომა უწევდა.
“მუშაობა მშენებლობაზე, რა თქმა უნდა, რთული იყო. სწრაფად უნდა მემუშავა, ღია ცის ქვეშ, ძალიან ციოდა. ხელები სულ გაყინული მქონდა, ცხელი წყლით ვითბობდი და მერე ისევ ვარჯიშზე მივდიოდი. სხვათა შორის, მარტო მე არ ვიყავი, ბევრი სპორტსმენი იყო, რომლებიც ჩემსავით ვარჯიშობდნენ და, პარალელურად, ასე მუშაობდნენ. მშენებლობაზე ამ ფიზიკური დატვირთვის დროს, სულ ვფიქრობდი, გამომივიდოდა თუ არა. სამსახურიდან რომ მივდიოდი, ისეთი დაღლილი ვიყავი, მეგონა, არ ვივარჯიშებდი ხოლმე, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე კარგად ვიყავი. ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურად გამაძლიერა ამ ყველაფერმა” – ამბობს დვალიშვილი.
UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.