თურქეთში მაკარონის საწარმოში აფეთქება მოხდა-დაშავდა 23 ადამიანი

თურქეთში საქარიას პროვინციაში, მაკარონის საწარმოში აფეთქება მოხდა. თურქული მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები