“რუსეთს ომის დასრულება 2026 წლამდე სურს”- კირილ ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთს სურს ომი უკრაინის წინააღმდეგ 2025 წლის ბოლოს – 2026 წლის დასაწყისისთვის თავისი გამარჯვებით დაასრულოს, რადგან 2025 წლის ზაფხულიდან მას სერიოზული პრობლემები შეექმნება ეკონომიკაში და იქნება მობილიზაციის საჭიროება.

„2025 წელი მათთვის, 2025-ის ბოლო და 2026-ის დასაწყისი – მათთვის მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის დასრულება უნდათ, რადგან, მათივე გათვლებით, თუ რუსეთის ფედერაცია ამ ომიდან გამარჯვებული არ გამოვა, მომავალში – ეს არის 30 წლის ჰორიზონტი – საერთოდ კარგავენ შესაძლებლობას იხილონ რუსეთი, როგორც ზესახელმწიფო, რისკენაც ისწრაფვიან“ – აღნიშნა ბუდანოვმა.

 

 

მსგავსი თემები