რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვი დაბომბეს. ცეცხლი გაუჩნდა მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინას. იერიშის შედეგად 33-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსოფლიო უკრაინას რუსული სამხედრო თვითმფრინავებისგან და მართვადი ბომბებისგან დაცვაში უნდა დაეხმაროს.