„ჰუსიტებს“ უკვე უნდა სცოდნოდათ, რომ ჩვენ ვითხოვთ მაღალ ფასს ზიანის მოყენების მცდელობისთვის“- ბენიამინ ნეთანიაჰუ

სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იემენელ „ჰუსიტებს“ მკაცრი პასუხით დაემუქრა.

„ჰუსიტებს“ უკვე უნდა სცოდნოდათ, რომ ჩვენ ვითხოვთ მაღალ ფასს ჩვენთვის ზიანის მოყენების მცდელობისთვის. ვისაც შეხსენება სჭირდება, მიბრძანდეს ჰოდეიდას პორტში. ვინც თავს დაგვესხმება, ჩვენ ვერ გაგვექცევა. „ჰამასი“ ამას უკვე აცნობიერებს“- განაცხადა ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ „ძალთა ბალანსის შეცვლის“ ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, პირობას დებს, რომ გააკეთებს „ყველაფერს, რაც საჭიროა“, რათა მოქალაქეები ჩრდილოეთ რეგიონებში თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.

ისრაელზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“აიღეს.

 

 

 

მსგავსი თემები