საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს

„არა კრემლის დიქტატს“ – ამ ლოზუნგით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს არაფერი საბოდიშო არ აქვთ.

მსგავსი თემები