რთული ვითარებაა პოლონეთში. ძლიერმა წყალდიდობამ კაშხალი დააზიანა, რის გამოც ქალაქი სტრონე-შლესკი დაიტბორა. სტიქიის ზონიდან მოქალაქეები ვერტმფრენებით გამოჰყავთ.
ქვედა სილეზიის სავოევოდოს ქალაქში კატასტროფული ვითარებაა. წყლის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივი მოსახლეობა ევაკუაციას სახლის სახურავებიდან ითხოვს.
ძლიერი წვიმისგან ადიდებულმა მდინარე გლუხოლაზიმ ორი ხიდი დაანგრია.