“ვისაც რუსეთის კეთილი მეტამორფოზის და ფოჩიანი კანფეტების სჯერა, ბოდიში მას აქვს მოსახდელი”- დიპლომატი

“2008 წლის ომისაც და მანამდეც, ჩვენი დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი იყო და არის ვერაგი რუსეთი” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი წერს.

დიპლომატი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება, სადაც მან თქვა, რომ „ნაციონალური მოძაობის“ მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო ბოდიში ქართველმა ხალხმა უნდა მოიხადოს.

“2008 წლის ომისაც და მანამდეც, ყველა ჩვენთვის საზიანო პროვოკაციის, ბლოკადის, ქართველთმოძულეობის გამჩაღებელი, ოსი და აფხაზი ძმების წამქეზებელი, ჩვენს მიწა-წყალს უკანონოდ დაპატრონებული და ჩვენი დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი იყო და არის ვერაგი რუსეთი. ვინც ასე არ ფიქრობს, ვისაც მისი კეთილი მეტამორფოზისა და ფოჩიანი კანფეტების სჯერა, ბოდიში მას აქვს მოსახდელი.
ხერხი ნამდვილად სჯობია ღონესა, მაგრამ ბოდიშის მოხდა ის ხერხი არაა. მით უფრო ამ კონტექსტში” – წერს დიპლომატი.

მსგავსი თემები